მთავარიბლოგი"მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და ურთიერთობა, HR-ის პროფესია კი ამის უსაზღვრო საშუალებას იძლევა"

"მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და ურთიერთობა, HR-ის პროფესია კი ამის უსაზღვრო საშუალებას იძლევა"

სესილი სართანიამ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.


როგორ გაიგე კურსის შესახებ?

აქტიურად ვეძებდი სხვადასხვა კურსებს, სადაც ეფექტურად და მოკლე დროში მოვახერხებდი HR მიმართულების შესწავლას. რამდენიმე ვარიანტი მქონდა და ერთ-ერთი იყო სმარტ აკადემია, სადაც მოვიხიბლე კურსის სილაბუსით, ლექტორების მრავალფეროვნებით და პრაქტიკული ნაწილით, შესაბამისად გადავწყვიტე რომ ეს კურსი აქ შემესწავლა.


რატომ გადაწყვიტე პროფესიის შეცვლა? გაამართლა თუ არა მოლოდინები?

ბაკალავრი დავამთავრე ქართული ფილოლოგიის მიმართულებით, სადაც დამატებითი სპეციალობა მქონდა ჟურნალისტიკა, თუმცა ამ მიმართულებებით ჩემ თავს ვერ ვხედავდი, პარალელურად ინფორმაცია მოვიძიე HR პროფესიის შესახებ და მივხვდი, რომ ჩემს ხასიათთან ყველაზე ახლოს იყო ეს მიმართულება, რადგან მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და ურთიერთობა, HR-ის პროფესია კი ამის უსაზღვრო საშუალებას იძლევა. კურსის გავლის შემდგომ მივხვდი, რომ ამ შემთხვევაში პროფესიაში არ შევმცდარვარ და ჩემი მოლოდინები მაქსიმალურად გამართლდა.


რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?

კურსის განმავლობაში საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ცოდნა მივიღე, სადაც ლექტორებმა HR-ის ყველა მიმართულება მოიცვეს, რაც თვალსაწიერს უფრო აფართოებს და გაძლევს საშუალებას მიხვდე, თუ სამომავლოდ HR-ის რომელ მიმართულებას გინდა უფრო სიღრმისეულად დაეუფლო. გამოვყოფდი პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც სახალისო და საინტერესო იყო, ასევე ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო რეკრუტინგის ნაწილი, თუმცა ყველა ლექციას თანაბარი ინტერესით ვუსმენდი და ყველა ინდივიდუალურად საინტერესოა.


გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ 

ლექტორები გამოირჩევიან უჩვეულო პროფესიონალიზმით, მათი საქმისადმი დამოკიდებულება და ამ საქმის სიყვარული სტუდენტებისთვის მოტივაციაა. გარდა ამისა, მათი მეგობრული დამოკიდებულება დადებითად მოქმედებდა სწავლის პროცესზე და არ იგრძნობოდა, რომ ფორმალურ სასწავლო სივრცეში ვიმყოფებოდი.


რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?

სმარტ აკადემიაში სწავლა, იმიტომ იყო გამორჩეული რომ ჰყავთ გამორჩეული თანამშრომლები, რომლებიც ქმნიან პოზიტიურ საინტერესო და მხიარულ გარემოს, ისე რომ სასწავლო პროცესს ზიანს არ აყენებენ. ასევე კომფორტული სწავლის პირობებია, რადგან პროცესი ჰიბრიდულ პროცესში მიმდინარეობს, რის საფუძველზე არ გვიწევდა ლექციის გაცდენა.


კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ|იყენებ მიღებულ ცოდნას?

ამჟამად სადაც ვარ დასაქმებული იქ აქტიურად ვიყენებ ამ ცოდნას, რაც მიმარტივებს სამუშაო პროცესს, ნელ-ნელა კი ვაპირებ სრულად დავეუფლო ამ მიმართულებას.


გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ 

სმარტ აკადემია ის სივრცეა, სადაც სწავლის პროცესი საინტერესო, სახალისო და გამარტივებულია, სადაც დამფუძნებლები, ლექტორები, თანამშრომლები გიქმნიან იმ იდეალურ გარემოს, სადაც არ გეზარება მისვლა.


თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ შემოგვიერთდი განახლებულ კურსზე: 
HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა

სხვა სტატიები >>